ეს წიგნი განსაკუთრებული საშუალებაა მკითხველთათვის გაიცნონ საყვარელი ავტორი, პირველი პირიდან მოისმინონ მისი ბავშვობის თუ მოზარდობის ამბები, გაეცნონ მეცხრამეტე საუკუნის იმერეთს, ქართულ საგანმანათლებლო სისტემას, მწერლის ოჯახს, ყოფა-ცხოვრებას და წეს-ჩვეულებებს. ეს წიგნი ერთგვარი კინოფირია, რომლის საშუალებითაც დროში მოგზაურობაა შესაძლებელი.