ურანი მზიდან მეშვიდე პლანეტაა დაშორების მიხედვით. ის
რადიუსით მესამე, ხოლო მასით მეოთხეა მზის სისტემაში. ურანის შედგენილობა ნეპტუნისას
ჰგავს, ხოლო ეს ორი პლანეტა გაზური გიგანტებისგან, იუპიტერისა და სატურნისგან განსხვავებულია,
ამიტომაც ასტრონომები ურანს და ნეპტუნს განცალკევებულ კატეგორიაში - „ყინულის გიგანტებში“
- მოიხსენიებენ. ურანი ერთადერთი პლანეტაა, რომლის სახელიც ბერძნული მითოლოოგიდან მოდის
და არა რომაულიდან, განსხვავებით სხვა პლანეტებისა. მას ცის ბერძნენი ღმერთის ლათინური
ვერსიის, ურანის (Ouranos) სახელი ჰქვია. სხვა გიგანტი პლანეტების მსგავსად, ურანსაც
აქვს რგოლების სისტემა, მაგნეტოსფერო და რამდენიმე თანამგზავრი.ურანი მზის გარშემო
ერთ სრულ ბრუნს 84 წელიწადს ანდომებს. ის ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელიც
თითქოს ,,გვერდზე წამოწოლილი“ ბრუნავს. მეცნიერთა ვარაუდით, ასეთი მდგომარეობა პლანეტამ
შესაძლოა, მრავალი მილიონი წლის წინ, კომეტებთან შეჯახების შედეგად მიიღო. აქ ძალიან
ძლიერი ქარი ქრის. ურანს 27 აღმოჩენილი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს. ამ თანამგზავრებს
შექსპირისა და ალექსანდრე პოუპის ნაწარმოებების გმირების სახელები ჰქვია. ურანი ყველაზე
ცივი პლანეტაა მზის სისტემაში, ნეპტუნზე ცივიც კი.